3 სექტემბერი, 2015

ბერა ახალ დუეტს წერს

1bera-axal-duets-wersბერა ივანიშვილი ახალ დუეტს წერს. ახალი კლიპის და სიმღერების წარდგენის შემდეგ, მოღერალმა კიდევ ერთ მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსთან დაიწყო თანამშრომლობა.

ამჯერად ბერამ არჩევანი ცნობილ ამერიკელ რეპერზე, ჯგუფის “Fugees” ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მის ყოფილ წევრზე და ცნობილ პროდიუსერზე ვაიკლეფ ჟანიზე შეაჩერა.

ვაიკლეფ ჟანი საქართველოში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა. ის „ბრავო რექორდსში“ ბერა ივანიშვილთან ერთად მივიდა და ახალ კომპოზიციაზე იმუშავა. სხვა დეტალები ერთობლივ დუეტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

ვაიკლეფ ჟანის ვიზიტი საქართველოში გასაიდუმლოებული იყო, მაგრამ ეს საიდუმლო “ბრავო რექორდსის” დამფუძნებლის ზაზა შენგელიას შვილმა ნინი შენგელიამ გაამხილა, როდესაც სოციალურ ქსელში ბერასთან და ვაიკლეფთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

1beras-dueti