ანუკი არეშიძის ჩვენება პარიზში მოეწყობა

1anuki-areshidze1დიზაინერი ანუკი არეშიძე ახალ კოლექციას პარიზში წარმოადგენს. ანუკის მიერ გაზაფხული-ზაფხული 2016 წლისთვის შექმნილი კოსტიუმები უკვე საფრანგეთის დედაქალაქშია.

ანუკი More dash-ის შოურუმში მიიღებს მონაწილეობას. მისი ახალი კოლექცია ნათელ ფერებშია გადაწყვეტილი და კოსტიუმებში სადა ქსოვილებთან ერთად კუბოკრული ნაჭრები და მისგან გამოჭრილი ორნამენტები დომინირებს. დიზაინერი აქტიურად იყენებს ჯიბეებს, აპლიკაციებს და ორიგინალურ დეტალებს.

ახალგაზრდა დიზაინერის კოლექციის გადაღებები უკვე დასრულებულია. ანუკის ნამუშევრები სხვა მოდელებთან ერთად ფოტოსესიისთვის რუსთაველის თეატრის მსახიობმა რუსკა მაყაშვილმაც მოირგო. ძველი პროფესია გაიხსენა და საკუთარი კოლექცია მოდელის ამპლუაში წარმოადგინა თავად ანუკიმაც.

საფრანგეთში ჩატანილი სრულიად ახალი კოლექციის პარალელურად, სულ მალე, ანუკის დიზაინით შექმნილი ფეხსაცმელები მოსკოვში გაიყიდება.