ანიტა რაჭველიშვილის ახალი ამპლუა

1anitaსულ მალე საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი საზოგადოებას ახალ ამპლუაში მოევლინება. მეცო-სოპრანო, რომელიც კარმენის ბოლო დროის საუკეთესო შემსრულებლად ითვლება, მისთვის სრულიად უცხო პროფესიას შეეჭიდება.

მუსიკის აკადემიის დამფუძნებლის, პიანისტ ვალერიან შიუკაშვილის გადაწყვეტილებით, ანიტა რაჭველიშვილი აკადემიის პროფესორი გახდა.

მუსიკის აკადემია მომავალი თაობების მუსიკალურად აღზრდაზე ზრუნავს. ამ აკადემიის პროფესორები არიან პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი, მომღერალი ნინო ქათამაძე, პიანისტი თათა ლიჩელი და საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი.

ოთხივე პროფესორი მუსიკის აკადემიაში სწავლის მსურველებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებს და მომავალ თაობებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.