ახალი პრეტენზიები ოპერის თეატრის ხელმძღვანელობას

oprta---logo1განახლებული ოპერისა და ბალეტის თეატრი ჯერ არ გახსნილა, თუმცა იქ უკვე აქტიურად რეპეტიციობენ საოპერო მომღერლები, საბალეტო დასის მოცეკვავეები, ორკესტრის მუსიკოსები თუ კონცერტმეისტერები.

თეატრის შენობა წლებია რემონტზეა და მისი გახსნა კარგა ხანია დაგვიანდა. დიდი მზადების მიუხედავად, თეატრის შენობაში მაინც არის ხარვეზები, რომელიც იქ მომუშავეებს პრობლემებს უქმნის. მეცო სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი სახურავში განთავსებულ უჰაერო ოთახებზე ამახვილებს ყურადღებას და თეატრის ხელმძღვანელობას “აქებს”.

ანიტა რაჭველიშვილი:

“ბრავო” ჩვენი ოპერის თეატრის ხელმძღვანელობას! არაჩვეულებრივი აზრია დამსახურებული და საუკეთესო კონცერტმეისტერები სახურავში და პატარა “უსაყვარლეს” უჰაერო ოთახებში მოათავსოთ! ისე რომ იქ მისულ მომღერალსაც აუცილებლად გული წაუვიდეს სიმღერის პროცესში! განა ოთახის გამოუსადეგრობისა და უჟანგბადობის გამო! არააა! იმიტომ რომ უბრალოდ აჩემებული გვაქვს, რომ სამუშაო სივრცე “3 კვ.მ”-ს არ უნდა აღემატებოდეს! და კიდევ ამ ოთახებში აკუსტიკის არსებობა-არ არსებობაზე მინდოდა მეთქვა, მაგრამ მგონი იმდენად შორს წამიყვანს ეს საუბარი, რომ მერე დეტალების სააშკარაოზე გამოტანა მომიწევს! ასე რომ, აქვე გავჩუმდები! “ბრავო”, მეამაყებით!”