26 სექტემბერი, 2015

ჯენიფერ ლოპესს ახალი სტატუსი მიანიჭეს

1lopesმსოფლიო ვარსკვლავს ჯენიფერ ლოპესს ახალი სტრატუსი მიანიჭეს. მომღერალი ფართო საზოგადოების წინაშე ახალ ამპლუაში წარდგა. ის ვალდებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იმოგზაუროს, გენდერული თანასწორობაზე იმუშაოს და ქალებს საკუთარი უფლებები გააცნოს.

გაეროს ადამიანის უფლებების დამცავმა ფონდმა ამერიკელ მომღერალს გაეროს კეთილი ნების ელჩის სტატუსი მიანიჭა და თანაც ქალების უფლებების დაცვისთვის.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გაეროს ადამიანის უფლებების დამცავი ფონდი მსგავს თანამდებობას აწესებს.

გაეროს ფონდის განმარტებით, ჯენიფერ ლოპესმა ეს წოდება იმ საქველმოქმედო ფონდის დაარსებითაც დაიმსახურა, რომელიც მან საკუთარ დასთან ერთად ქალებისა და ბავშვების დასახმარებლად შექმნა.