28 სექტემბერი, 2015

შოთა ქერაშვილი: ,,პანტომიმა საუკეთესოა, რაც ცხოვრებაში მქონია’’

1shotaვებგვერდი “artinfo.ge” და პანტომიმის სახელმწიფო თეატრი pantomime.ge გთავაზობთ ერთობლივ პროექტს, სადაც ფართო საზოგადოებას კიდევ უფრო ახლოს გააცნობს პანტომიმის თეატრის მსახიობებს.

შოთა ქერაშვილი 31 წლისაა, დაოჯახებული. განათლება: საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამსახიობო ფაკულტეტი, პანტომიმის მსახიობი.

2007 წლიდან დღემდე არის პანტომიმის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. მიღებული აქვს მონაწილეობა სპექტაკლებში: „კრიმანჭული“, „სტუმარ-მასპინძელი“, „კიდევაც დაიზრდებიან“, „ტერენტი გრანელი“, „წმინდა გიორგი“, „ქრისტე”, “სამყარო“, „სონეტები“, „STOP AIDS“, „ტიტუსი“, „ლუარსაბი“, „ფიროსმანი მეფე“, „დონ ჟუანი“, „პროლოგი“, „წიგნი“, „საქართველო ლამაზო“, „დუმილის პოეზია“, „დანკოს გული“.

შოთა ქერაშვილი:

– პანტომიმა არის ყველაფერი საუკეთესო, რაც ცხოვრებაში მქონია. ეს ჟანრი იმიტომ ავირჩიე, რომ არის განსხვავებული და საუკეთსო. ასევე, სინთეზია მუსიკისა და პლასტიკის გამომსახველი, რაც მიზიდავს ბავშობიდან. პანტომიმის ჟანრი აერთიანებს ხელოვნების ბევრ ჟანრს, რაშიც მდგომარეობს მისი სირთულე.

shota2

– საყვარელი სპექტაკლი გაქვთ?

– ძალიან მიყვარს „სტუმარ-მასპინძელი“. რაც შეეხება როლს, როლი არის ყოველთვის გამორჩეული, არ აქვს მას მნიშვნელობა ჩემთვის პირადად. ასე რომ, ყველა როლი, რაც მაქვს შთაბეჭდილებას ახდენს. პანტომიმის მსახიობებიდან ჩემი რჩეულია ამირან შალიკაშვილი, კირა მებუკე, ჩარლი ჩაპლინი, ტომაშევსკი და ა.შ.

– რა განსხვავებას ხედავთ ევროპისა და ქართული პანტომიმის შორის?

– ქართული პანტომიმა უფრო გამორჩეულია თავისი მოძრაობით და უფრო გამომსახველია, ხოლო ევროპული პანტომიმა უმეტესად მარტო მიმიკაზეა.

– რას უსურვებთ პანტომიმის თეატრს?

– შენობას, შენობას და კიდევ ერთხელ შენობას.

shota1