17 სექტემბერი, 2015

ფიროსმანის ნახატები აღდგენილია

1firosnamis-naxatebi-ardgeniliaნიკალას ორი ნახატი აღდგენილია. რესტავრირებული ნამუშევრების მირზაანის მუზეუმში დაბრუნების შემდეგ, დამთვალიერებელს ფიროსმანის სრული კოლექცია – 14 ნამუშევარი დახვდება.

ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმში დაცულ ფიროსმანის ორ ნამუშევარს „შოთა რუსთაველი მაგიდასთან“ და „ქალი სააღდგომო კვერცხებით“ რესტავრაცია ჩაუტარდა.

რესტავრაცია წინასწარ შედგენილი კვლევითი და სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო პროექტის მიხედვით შესრულდა, რომლის ფარგლებშიც ნამუშევრებზე სხვადასხვა აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა – მოხდა დუბლირება ტილოზე, დაზიანებული ფერწერული ფენა შეივსო სარესტავრაციო გრუნტით, ზედაპირი გაიწმინდა და დაიფარა დამცავი ლაქით, დამუშავდა სურათის ზურგის მხარე, გამაგრდა ნახევები და ფერწერული ფენა, მუყაოს ზედა ფენის დანაკარგების ადგილას კი ჩასმები გაკეთდა.