18 სექტემბერი, 2015

სალომე ფილიშვილი: ,,პანტომიმაში იდეალურად ვგრძნობ თავს!’’

salome-filishviliვებგვერდი “artinfo.ge” და პანტომიმის სახელმწიფო თეატრი pantomime.ge გთავაზობთ ერთობლივ პროექტს, სადაც ფართო საზოგადოებას კიდევ უფრო ახლოს გააცნობს პანტომიმის თეატრის მსახიობებს.

სალომე ფილიშვილი 32 წლის, დაოჯახებული. განათლება: საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამსახიობო ფაკულტეტი, პანტომიმის მსახიობი.

2003 წლიდან დღემდე არის პანტომიმის სახელმწიფო თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი. მიღებული აქვს მონაწილეობა სპექტაკლებში „კრიმანჭული“, „სტუმარ-მასპინძელი“, „კიდევაც დაიზრდებიან“, „ტერენტი გრანელი“, „წმინდა გიორგი“, „ქრისტე”, “სამყარო“, „სონეტები“, „STOP AIDS“, „ტიტუსი“, „ბლეფი“, „სარკე“, „ოცნება და სინამდვილე“, „ოცნების ჩიტი“, „ფიროსმანი მეფე“, „დონ ჟუანი“, „პროლოგი“, „წიგნი“, „საქართველო ლამაზო“, „დუმილის პოეზია“, „დანკოს გული“.

სალომე ფილიშვილი:

“პანტომიმის ჟანრი აერთიანებს ხელოვნების ბევრ ჟანრს, რაშიც მდგომარეობს მისი სირთულე. პანტომიმა ჩემთვის ხელოვნებაა, რომელშიც იდეალურად ვგრძნობ თავს. ჩემთვის ეს ჟანრი განსხვავებულია… არასდროს დამავიწყდება ჩემი პირველად დადგომა სცენაზე, ეს იყო ჩემთვის გამორჩეული შთაბეჭდილება. ძალიან მიყვარს სპექტაკლები „სტუმარ-მასპინძელი“, „ფიროსმანი მეფე“, „ტერენტი გრანელი“, „ბლეფი“, „სარკე“. რაც შეეხება როლებს – აღაზა, მარგარიტა. პანტომიმის ჟანრის მსახიობებიდან გამოვარჩევდი ამირან შალიკაშვილს, კირა მებუკეს, ჩარლი ჩაპლინს. ქართულ და ევროპულ პანტომიმას შორის განსხვავება არის სტილში, მოძრაობებში, რომელიც არცერთ ქვეყანას არა აქვს. მინდა ჩვენს თეატრს ვუსურვო მასტერკლასები მოწვეული სპეციალისტებით, შენობის აშენება და რეპერტუარის გამრავალფეროვნება.”

salome1

1salome1