25 სექტემბერი, 2015

ოთარ ტატიშვილი სამსახურის გარეშე დარჩა

1otar-tatishviliექიმი ოთარ ტატიშვილი ფართო საზოგადოებამ სერიალიდან “შუა ქალაქში” გაიცნო. სერიალში წარმოჩენილი მისი სამსახიობი მონაცემები და იუმორი იმდენად მოსაწონი გახდა მაყურებლისთვის, რომ პროდიუსერებმა ოთარი კიდევ უფრო დააწინაურეს და საკუთარი შოუ გაუკეთეს.

ოთარ ტატიშვილის შოუ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გადიოდა, გასულ წელს კი “მაესტროზე” გადავიდა. როგორც რადიო ფორტუნას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, “მაესტროზე” გაკოტრების საბაბით, ოთარ ტატიშვილის შოუ დახურეს.

ოთარ ტატიშვილი:

– ოთარ ტატიშვილის შოუს ახალი სეზონი არ იქნება, რადგან „მაესტრომ“ გადაცემა დახურა. ახალი წლის შემდეგ შესაძლოა, სხვა არხზე გამოვჩნდეთ.