28 სექტემბერი, 2015

ნანკა კალატოზიშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებს

1nanka-kalatozishviliმსახიობი ნანკა კალატოზიშვილი არასოდეს გამოირჩეოდა აქტიურობით პრესასა თუ ტელევიზიაში. მას თავისი საქმე სიგიჟემდე უყვარს და ყველაზე კომფორტულად სწორედ თეატრსა და კინოში გრძნობს თავს. ამის მიუხედავად ნანკა ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი რესპოდენტია.

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, ნანკა კალატოზიშვილი და ირაკლი კეიდია ერთმანეთს დაშორდნენო, დღევანდელი დღის მთავარი ფიგურა სწორედ ნანკა კალატოზიშვილი გახდა. მსახიობი იმდენად შეაწუხეს ჟურნალისტებმა, რომ იძულებული გახდა, საგანგებო მიმართვა გაევრცელებინა:

“პატივცემულო ჟურნალისტებო ამა ქვეყნისა, მესმის, გაინტერესებთ. მაგრამ მთელი დღე ცოტა დამღლელია ერთი და იგივე კითხვის მოსმენა.

ამიტომ წაიკითხეთ ეს პოსტი და მეტს ამაზე საუბარს არ ვაპირებ. დიახ, მართალია. პირველად არ არის ჭორი. დავშორდი და ყველაფერი კარგადაა. მადლობა ყურადღებისთვის. მე აღარ შემაწუხოთ“.