17 სექტემბერი, 2015

მარიამ პავლიაშვილმა საქართველო დატოვა

1mariam-pavliashvili-saqartvelodan-wavidaმომღერალმა მარიამ პავლიაშვილმა საქართველო დატოვა. მარიამი თბილისის ბიგ ბენდის სოლისტი იყო, ის მსმენელმა სხვადასხვა მუსიკალური შოუებიდან გაიცნო. მონაწილეობდა “ჯეოსტარში”, “იქს ფაქტორში”, “ახალ ხმაში”, ბოლოს კი შალვა რამიშვილის შოუში მარიამ ჩაჩხიანთან ერთად ბენდში მღეროდა.

მარიამ პავლიაშვილმა სამშობლოს დატოვება საბოლოოდ გადაწყვიტა და არჩევანი ამერიკის შეერთებულ შტატებზე გააკეთა. ის საზღვარგარეთ დიდი ხნით წავიდა და საქართველოში დაბრუნებას ამ ეტაპზე არ აპირებს. მას ამერიკაში კარიერის აწყობა უნდა და ამ მხრივ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა. ის იქაც მღერის და წარმატების მისაღწევად ყველაფერზე თანახმაა.