26 სექტემბერი, 2015

კახი კავსაძის გენიალური მრავალჟამიერი

1თეატრისა და კინოს ვარსკვლავი კახი კავსაძე ცნობილია არა მარტო თავისი უმაღლესი კლასის სამსახიობო ოსტატობით, არამედ ქართული ხალხური სიმღერების დიდი სიყვარულით და მათი უნაკლო შესრულებით.

კავსაძეები ოდითგანვე ქართული ფოლკლორის სამსახურში იყვნენ. მისი წინაპრები ქართულ სიმღერებს არა მარტო საქართველოში მღეროდნენ, არამედ ქყვეობაში ყოფნისასაც ფოლკლორით ცდილობდნენ დარდის გაქარვებას.

მართალია კახი კავსაძე მომღერლის პროფესია არ აირჩია, თუმცა ქართული ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელია.

80 წლის მსახიობმა ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელის ნანა ჯანელიძის საპატიო სტუმრისთვის, ჰოლივუდის ვარსკვლავ რალფ ფაიენსისთვის ქართული ხალხური სიმღერა შეასრულა. ანსამბლ “შავნაბადასთან” ერთად კახი კავსაძემ მრავალჟამიერი იმღერა და სტუმრის გულწრფელი ოვაციებიც დაიმსახურა.

 

მიხეილ ჯავახიშვილი Kote Amashukeli George Abashidze დათო ცინცაძე Lasha Bedenashvili

Posted by Avto Megrelishvili on Friday, 25 September 2015