13 სექტემბერი, 2015

ია სუხიტაშვილი: ,,გაქცევა მინდა!’’

1ia-suxitashvili-tbiisidan-garbisრუსთაველის თეატრის მსახიობი ია სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში გაქცევაზე ალაპარაკდა. როგორც მსახიობი ამბობს, სულ უფრო და უფრო ხშირად ეფიქრება ამაზე და არ გამორიცხავს, რომ ეს ჩანაფიქრი მან სისრულეში მოიყვანოს.

ია სუხიტაშვილი:

“რა ვქნა, ზოგჯერ გაქცევა მინდა ამ ქალაქიდან, დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი სოფელში, აქ მხოლოდ საქმეზე ჩამოვიდოდი. რაც დრო გადის, უფრო მეფიქრება ამაზე, ამ უაზრო სნობ ხალხსაც არ ვნახავდი ყოველდღე, ხალხს, რომელსაც უხარია ვითომ ერთმანეთის დანახვა და ამ დროს, მიწას უთხრიან ერთმანეთს. ისე, თბილისმა რა დამიშავა, უბრალოდ ხალხი გადაჯიშდა.”