29 სექტემბერი, 2015

თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი საქართველოში ჩატარდება

1trienale-tbilisshiსაქართველოში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი გაიმართება. თბილისის მეორე ტრიენალე „თვითორგანიზებადი სისტემები“თანამედროვე ხელოვნების ცენტრის საგამოფენო სივრცეში პირველ ოქტომბერს გაიხსნება.

წლევანდელ ტრიენალეში მონაწილეობას იღებს 109 ქართველი და უცხოელი არტისტი 14 სხვადასხვა ქვეყნიდან. ფესტივალში ჩართულია საქართველო, დანია, ფინეთი, ავსტრია, ავსტრალია, ესპანეთი, აშშ, თურქეთი, იტალია, ახალი ზელანდია, ლიტვა, ჩეხეთი, შვეიცარია, კოლუმბია, სლოვაკეთი, შვედეთი, ნორვეგია, გერმანია, ბელორუსი, ნიდერლანდები, აზერბაიჯანი, დიდი ბრიტანეთი, სომხეთი. ერთი თვის განმავლობაში დაგეგმილია გამოფენები 8 საგამოფენო და სხვადასხვა საზოგადოებრივ სივრცეში. წელს გამოფენები თბილისში, რუსთავში, შინდისსა და ქვემო მაჩხაანში მოეწყობა.

ტრიენალე საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ იმართება და მისი ორგანიზატორია თანამედროვე ხელოვნების ცენტრი-თბილისი. პირველი ტრიენალე CCA 2012 წელს გაიმართა და მის მთავარ თემას არაფორმალური სახელოვნებო განათლება წარმოადგენდა. პროგრამა ერთი თვის განმავლობაში გამოფენების, ვორკშოპებისა და სხვა საზოგადოებრივი აქტივობის სერიას აერთიანებდა, რომელშიც ჩართული იყვნენ არტისტები, კურატორები, შემოქმედებითი კოლექტივები და თეორეტიკოსები მსოფლიოს 14 ქვეყნიდან.

თბილისის ტრიენალე მსოფლიო ბიენალეების საერთაშორისო ასოციაციის ასოცირებული წევრი გახდა.