6 სექტემბერი, 2015

თაკო ნაცვლიშვილი ნიუ იორკის მოდის კვირეულზეა

1tako-nacvlishქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი ნიუ იორკის მოდის კვირეულზე იმყოფება. ლამაზმანი უკვე გახდა დონატელა ვერსაჩეს ფავორიტი და მისი მსოფლიო სამოდელო კარიერა წარმატებით დაიწყო. პარიზის მოდის კვირეულის შემდეგ, თაკო ნიუ იორკის მოდის კვირეულზეა მიწვეული.

მასთან ერთად ამერიკაშია კიდევ ერთი ქართველი მოდელი ელენე მახარაშვილი. ეს ორი ქართველი ლამაზმანი იმ მოდელებთან ერთად არიან მიწვეულები, ვინც წლევანდელი ნიუ იორკის მოდის კვირეულის 70-ზე მეტ ჩვენებაში უნდა მიიღონ მონაწილეობა.

მსოფლიო მოდის ტენდენციის აქტიური გულშემატკივრები ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ამ სეზონზე რამდენიმე განსაკუთრებულ მოვლენას ასახელებენ. მათ შორის:

1. DKNY დონა კარანის გარეშე. შეგახსენებთ დონა კარანმა 4 თვის წინ დატოვა კრეატიული ხელმძღვანელის პოსტი. DKNY სათავეში CFDA-ს გამარჯვებული დუეტი ჩაუდგა.

2. ვენგის 10 წლის იუბილე. 10 წლის წინ სექტემბერში ნიუ-იორკში შედგა ალექსანდრ ვენგის დებიუტი. დიზაინერი თავის იუბილეს 2016 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე აღნიშნავს.

3. ჯერემი სკოტის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ჯერემის შოუ.

4. ლედი გაგას სტილისტის პირველი ჩვენება. 5 თვის წინ გახდა ცნობილი რომ ლედი გაგას სტილისტი ბრენდს აარსებდა და პირველ კოლექციას ნიუ-იორკში სექტემბერში წარმოადგენდა.

5. ჟივანშის პირველი ჩვენება ნიუ-იორკში.