12 სექტემბერი, 2015

დავით დეფი: ,,ჩემს წინააღმდეგ შეგნებული ბრძოლა მიდის”

1davit-defiპოეტი და რომანისტი დავით დეფი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ შეგნებული ბრძოლა მიდის. მწერალს საქართველოში არ ეგულება არც ერთი სხვა პოეტი და რომანისტი, ვისაც იმდენი მოძულე, პირდაპირი და დაუფარავი მტერი ჰყავდეს, როგორც თავად მას.

დავით დეფი:

“1992 წლიდან ვამსხვრევ სტერეოტიპებს. რა ჩემი ბრალია დაბოღმილი და დაკომპლექსებული ბრმების ქვეყანაში, წარმატება რომ პირადი შეურაცხყოფაა. ლიტერატურული პრემია საბას ლაურეატები რომ იმაზე წუწუნებენ წელს რატომ არ მიიღეს პრემია, რადგან მათი წიგნები ძალიან პოპილარულია საზოგადოებაში ცოტა არ იყოს მაზალო ამბავია და გორსალურიც კი. ვის ვისგან რა წყინს არ ვიცი. სინდისიც კარგი საქონელია.

აი პატივმოყვარეობის ზეიმი და გნებავთ ჩემი სრული იგნორირება და მეტიც ჩემს წინააღმდეგ, აქ, ამ ერთი ბეწო ქვეყანაში შეგნებული ბრძოლა რომ მიდის, უკვე მეორე ათწლეულია, ეგ მართლაც საოცარი საკითხია. მეცინება ასეთ რამეებზე და აქვე გეტყვით, არასდროს გახლდით არც ერთ ქართულ პრემიაზე ნომინირებული და ძალიან ხშირად საერთოდ სიაში მოხვედრილიც კი. საქართველოში არ მეგულება არც ერთი სხვა პოეტი და რომანისტი ვისაც ამდენი მოძულე, პირდაპირი და დაუფარავი მტერი ჰყავდეს, როგორც მე. ვისაც სახლშიც კი უვარდებიან და მის წიგნებს ქუჩაში ყრიან. მართლაც სამწუხაროა, მაგრამ უამრავი ადამიანი, ჩემი კოლეგებიდან დაწყებული, ცნობილი თუ უცნობილესი ე.წ. ინტელექტუალი თუ ვინმე უდონო არარაობით დამთავრებული, თავისი ცხოვრების უნიკალურ დროს, დღე და ღამე ჩემს ლანძღვა-გინება, დაცინვა-ფიარში ატარებს და ყოველთვის ატარებდა. ჩემთვის ეს ნიშანია, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ ამ ნიშნის გარეშეც ვიცი, რომ ჩემს საქმეში საუკეთესო ვარ. თქვენ კი წუწუნებთ, როგორ გაბედეს და წელსაც არ გადმომცეს პრემიაო.

ბატონებო, მე Best European Fiction ავტორი ვარ და არ ვიკვეხნი ამით, არც ნიუ იორკში მსოფლიო პოეზიის დარბაზში მსოფლიო პენ ივენთებზე ჩემი, სალმან რაშდის, იუზეფ კომუნიაკას და ლორი ანდერსონის ლაივებით ვიკვეხნი, არც სხვა ჩემი ბევრი წარმატებით და ბევრი რამის განმსაზღვრელი ამბებით ვიწონებ თავს და თქვენ წარმოიდგინეთ არც უ-საბა-ობით ვწუწუნებ, რადგან ნებისმიერი ლიტერატურული პრემიის გარეშეც ან მათთან ერთად, მე ისევ მე ვარ და ყოველთვის ვიქნები. თან კარგად ვიცი ვინ ვარ და რას ვაკეთებ. გზას ვაგრძელებ და თქვენც იგივეს გირჩევთ. თუ შეძლებთ და ჩემგან მაგალითს აიღებთ, აღარ იტირებთ თი ბი სი ბანკმა შარშან თუ შარშანწინ რომ მარგუნა პრემია წელს რატომ დამტოვა მის გარეშეო. დიახ, საქმე ასეა და სულ ასე იქნება – მე უფრო ვჭირდები ქართულ ლიტერატურულ პრემიებს, ვიდრე ქართული ლიტერატურული პრემიები მჭირდება მე.”