აფხაზეთში კიდევ ერთი უნიკალური არქიტექტურული ძეგლი განადგურდა. გულრიფშის ცნობილი სანატორიუმი აღარ არსებობს.
XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ცნობილი მეცენატის ნიკოლაი სმეცკოის მიერ აგებული შენობა დაანგრიეს და საშენ მასალებად გამოიყენეს.
ინტერნეტით უკვე გავრცელდა კადრები, სადაც აღბეჭდილია სანატორიუმის ნანგრევები, რომელიც ერთ დროს ყველაზე ფეშენებელური და დამსვენებლებით სავსე სანატორიუმი იყო.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აფხაზეთში არქიტექტურული ძეგლების დაზიანება-განადგურება მიმდინარეობს. არქიტექტურულ ძეგლებთან ერთად ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეგნებულად ზიანდება ქართული ტაძრებიც. ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად მიმდინარეობს მათი უკანონო ე.წ. რესტავრაცია, რაც რეალურად ქართული ეკლესიების კედლების გადათეთრება და იქ არსებული ქართული კვალის გაქრობაა.