Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ბაგრატის ტაძართან მისასვლელი გზა აღარ არსებობს

4 სექტემბერი, 2015

1bagratiსაქართველოს ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობასთან ბაგრატის ტაძართან მისასვლელი გზა აღარ არსებობს.

ქუთაისში ყაზბეგის ქუჩის მაცხოვრებლები ადგილობრივი ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. ქუჩაზე, რომელიც ბაგრატის ტაძართან დამაკავშირებელი გზაა, 5 თვეა სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ბაგრატის ტაძართან მისასვლელი გზის არარსებობის გამო, პრობლემები ექმნებათ ქუთაისში ჩასულ ტურისტებსაც.

ყაზბეგის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მარტის თვეში დაიწყო. სანიაღვრე ქსელის და გზის საფარის გრანიტის ქვებით მოწყობის სამუშაოები 26 ივლისს უნდა დასრულებულიყო.