ჯემალ სეფიაშვილი ბრუნდება

9 სექტემბერი, 2015

1jemal-sefiashviliხანგრძლივი პაუზის შემდეგ, კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი ბრუნდება. არაერთი ჰიტის ავტორი მონატრებულ მაყურებელთან შესახვედრად განახლებული საკონცერტო პროგრამით ემზადება.

ჯემალ სეფიაშვილის შემოქმედებითი საღამო, რომელიც თეატრალიზებული სანახაობით იქნება დატვირთული, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

კომპოზიტორის გადაწყვეტილებით, მისი საღამო 2016 წლის 4 იანვარს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაბადებიდან 83 წლის იუბილეზე ჩატარდება.