Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ხელოვნების სასახლე უპრეცედენტო პროექტს ახორციელებს

21 სექტემბერი, 2015

1qartuli-qsovilebiსაქართველოს კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმი კიდევ ერთ უპრცედენტო პროექტს ახორციელებს. ხელოვნების სასახლეში დაწყებულია ქართული ისტორიული ქსოვილის აღდგენა.

გიორგი კალანდია:

“ერთ-ერთი ყველაზე მაგარი პროექტი, რომელიც ხელოვნების სასახლეში დავიწყეთ, ეს არის ქართული ისტორიული ქსოვილის აღდგენა! უკვე ერთი წელია გრანდიოზული სამუშაო მიმდინარეობს, გადმოხატულია თითქმის ყველა საერო პირის ფრესკა. მხატვრები: ჩემი სტუდენტი რონი ცხოიძე და ჩვენი მუზეუმის მხატვარი არტემ ანტანოსიანი.

ფრესკების გადმოხატვასთან ერთად ჩატარდა კოლოსალური სამუშაო, კერძოდ ფრესკაზე დახატული ყველა ტანსაცმლის ორნამენტი აღდგა, დამუშავდა, შემდეგ ეს ორნამენტები გააცოცხლა ქსოვილზე მხატვარმა ეკატერინე გეგუჩაძემ! პროექტის განსახორციელებლად დამუშავდა ხელოვნების სასახლეში დაცული არაერთი საარქივო დოკუმენტი, მოეწყო რამდენიმე სამეცნიერო ექსპედიცია.

სამუშაოს ვაგრძელებთ, პროექტის ხელმძღვანელები გიორგი კალანდია და ირინა საგანელიძე. საქმეს დიდი ენთუზიაზმით მივუყვებით და და იმედია, მალე ხელმისაწვდომი და ხელშესახები იქნება თამარ მეფის, ლაშა გიორგის, ჯაყელების, დადიანების, გურიელების და სხვათა ისტორიული ქართული ქსოვილი.”

1qartuli-qsovilebi1

1qartuli-qsovilebi2