ხელოვნების სასახლეში უნიკალური ჭერი აღადგინეს

19 სექტემბერი, 2015

1unikaluri-cheriხელოვნების სასახლეში უნიკალური გოთური ჭერი აღადგინეს. ინფორმაციას ამის შესახებ სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ავრცელებს:

“დიდი ხნის წვალების, ბევრი ძიების, უძილო ღამეების და შემსრულებლებთან უამრავი ჩხუბისა და დავის შემდეგ აღდგენილია ჩვენი სასახლის უნიკალური გოთური ხის ჭერი! გაკეთებულია მთლიანად ხელით, დაძველების მეთოდით, მასალად გამოყენებულია ცაცხვი, წიფელი და ფიჭვი! ჭერის აღდგენის დროს გამოყენებულია ჩვენს სასახლეში დაცული საარქივო მასალები, კერძოდ აკაკი ჭანტურიას აღწერილობები და ერმიტაჟის სასახლის ბიბლიოთეკის ანახაზები და ფოტომასალა! ჭერის აღდგენა შესრულებულია შპს “რესტავრატორი 1969”-ის მიერ.

რესტავრაცია ჩაუტარდა სასახლის ერთ-ერთ კარებსაც, იგი მთლიანად გაიწმინდა საბჭოთა პერიოდის საღებავისაგან, აღდგა და გამაგრდა ჩუქურთმები. მასალად გამოყენებულია მუხა. შემსრულებელი შპს “ნიგო”. მალე დარბაზებში რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყება. სამუშაოები მთლიანად კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დააფინანსა!”