ჭიათურაში ისტორიულ შენობას ანგრევენ

17 სექტემბერი, 2015

1pionerta-sasaxle-chiaturashiჭიათურაში ისტორიული შენობის ნგრევა დაიწყო, რამაც ადგილობრივ მოსახლეობაში ვნებათაღელვა გამოიწვია. ჭიათურელები ერთხმად აცხადებენ, რომ ისტორიული შენობის განადგურება დაუშვებელია, ამიტომ ისინი სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვენ.

საუბარია ჭიათურის პიონერთა სასახლეზე. ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა ასრულებს, თუმცა ამ დრომდე უცნობია როგორ მოხდა შენობის გასხვისება. ამას ისიც ემატება, რომ ტენდერის გამოცხადება მუნიციპალიტეტის მხრიდან არცერთ ოფიციალურ ბაზაში არ არის დაფიქსირებული.

გავრცელებული ინფორმაციით პიონერთა სასახლის ისტორიული შენობის ადგილზე რაგბის საწვრთნელი ბაზა უნდა აშენდეს.