Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქობულეთის კულტურის სახლიდან მომღერალი გააგდეს

2 სექტემბერი, 2015

1gogi-verulidzeანსამბლ “ქობულეთის” წევრი გოგი ვერულიძე საჯარო განცხადებას ავრცელებს და ქობულეთის კულტურის სახლიდან მომღერლის გაგდებაზე საუბრობს.

მისი განმარტებით, ქობულეთის კულტურის სახლში არანაირი სამუშაო პირობები არ არსებობს.

გოგი ვერულიძე:

“ჩემო ძვირფასო მეგობრებო და ჩემო ქობულეთელებო: ძალიან მიჭირს იმის თქმა, რომ ერთხელ ქობულეთში მოხდა ისეთი რამ, რისი გაფიქრებაც კი შეუძლებელია. განსაკუთრებული პირი არც არასდროს ვყოფილვარ და არც აწი ვაპირებ ვინმეზე უკეთესი ვიყო, უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი ქობულეთელი კაცი ვარ და ვერ გამიგია რას ან ვის უნდა დავუკავშირო ჩემი ყოველდღიური ცხოვრება. რა თქმა უნდა, მხედველობაში არ მყავს ოჯახი, რომელიც ჩემთვის და ყველა ქართველი კაცისთვის ყველაზე ძვირფასია.

სრულიად ქობულეთის და არამარტო, მთლიანად ქვეყნის მმართველებს, ადამიანებს ვისაც გევალებათ მოგვხედოთ და გვერდში დაგვიდგეთ, თვალები გაახილეთ და შემოგვხედეთ ვინა ვართ, თუ ვერ ხვდებით, ვინმეს მაინც მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ ჭკვიანი ხალხის აზრი, ქობულეთელობაზე თავს რომ დებთ, ის მაინც გაიგეთ, რომ მალე მოვა დრო, როცა თქვენი ნასახი აღარ იქნება ამ ჩვენს ქობულეთში და გამარჯობასაც არ გეტყვით არავინ.

კულტურის სახლიდან მომღერლის გამოგდება და მათთვის მუშაობაში ხელის შეშლა დიდი დანაშაულია და დიდი შეურაცხყოფაპ. ამ დუხჭირ და გაუსაძლის პირობებში ადამიანი გიმღეროდეს, მიუხედავად იმისა, ემღერება თუ არა მას, ეს სხვანაირად დასანახი და გასაგებია… მადლობა გვითხრან იმ ადამიანებმა, ვინც ამას წყვიტავს, რომ დღემდე ვუკეთებდით იმას, რაც არ გვევალებოდა.

ჩვენ, სრულიად ქობულეთის მომღერლები შეურაცხყოფილ, კულტურის სახლიდან გამოძევებული ადამიანები ვართ ვისაც არავინ არასდროს პატივს არ სცემდა და არც მომავალში გვაქვს იმედი. ბევრი თქვენნაირი გამოგვიცვლია და არც ახლა შეგვეშლება ხელი. თქვენ არავინ არა ხართ და არც არასოდეს იქნებით, იმიტომ რომ არც არაფერი გაგიკეთებიათ და ვერც გააკეთებთ. როდემდე უნდა ვიყოთ მონების ამპლუაში არ მესმის და ვერ გამიგია.. “სამწუხაროა რომ სიმღერა მიყვარს” – თქვენ არ იცით რა ფონზე მიწევს ამის დაწერა.”