Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართულმა ანსამბლმა ჩეხეთში გრანპრი მოიგო

9 სექტემბერი, 2015

1mxedruli2ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ ჩესკე-ბუდეიოვიცეს XIII საერთაშორისო ბავშვთა და მოზარდთა ფესტივალ-კონკურსი “HOLIDAY OF TIME” ქართველებისთვის წარმატებული აღმოჩნდა.

ამ ფესტივალში საქართველოდან მონაწილეობა მიიღო ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მხედრული-2“ და ფესტივალის გრან-პრი მოიგო. ქართველ მოცეკვავეებს ფოლკლორის საუკეთესო წარმოჩენისთვის სპეციალური დიპლომიც გადაეცათ.

წლევანდელ ფესტივალ-კონკურსში სხვადასხვა ქვეყნების ბავშვთა და მოზარდთა კოლექტივები მონაწილეობდნენ. მათგან საუკეთესოდ კი ფესტივალის ორგანიზატორებმა და ჟიურიმ ქართველები მიიჩნიეს და უმაღლესი ჯილდოთიც დააჯილდოვეს.