Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართული კულტურა ნიუ იორკშია

24 სექტემბერი, 2015

1discover-georgiaნიუ იორკში ქართული დღეები ჩატარდება, სადაც ქართული კულტურა იქნება წარმოდგენილი. სპეციალურ გამოფენაზე სახელწოდებით ”Discover Georgia” (აღმოაჩინე საქართველო), გამოიფინება უნიკალური ქართული ტექნოლოგიით შესრულებული 20 ქართველი ხალხური რეწვის ოსტატის ნამუშევრები – ბატიკა, მეთუნეობა, ჭედურობა, მინანქარი.

გამოფენაზე ”სუვენირები საქართველოდან” დამთვალიერებელი საქართველოს ისტორიას, ტრადიციასა და ხელოსნობას გაეცნობა. ექსპოზიციაზე მისულ სტუმრებს ტრადიციული ქართული ხელოვნების ნიმუშების ადგილზე შეძენის შესაძლებლობაც ექნება.

ქართული დღეები „Discover Georgia” ჩელსი მარკეტის ტერიტორიაზე გაეროს 2015 წლის სამიტის ფარგლებში იმართება და მიზნად ისახავს ქვეყნისა და ეროვნული ნაწარმის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ, საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

ქართული დღეების ფარგლებში, ეროვნული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, წარმოდგენილი იქნება როგორც ქართული ხალხური რეწვის ოსტატების, ასევე ქართველი მხატვრებისა და მოდის ინდუსტრიაში მოღვაწე ქართველი დიზაინერების ნამუშევრები.

25-27 სექტემბერს აუდიტორიას ქართული კომპანიების მიერ წარმოებული საკვები და სასმელი პროდუქციის დაგემოვნების საშუალებაც მიეცემა.