Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართველმა მხატვარმა რომში გაიმარჯვა

8 სექტემბერი, 2015

1lizi1ქართული კულტურა და ხელოვნება სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში. მხატვრები, მომღერლები, მუსიკოსები, მსახიობები, მოცეკვავეები, რეჟისორები, პოეტები თუ მწერლები სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე წარმატებებს აღწევენ და სამშობლოში პრიზებით ხელდამშვენებულნი ბრუნდებიან.

გამონაკლისი არც 15 წლის ლიზი ბუდაღაშვილი (მარტელია). მოზარდი ერთდროულად მხატვარიცაა, მუსიკოსიც და პოეტიც. ლიზიმ მონაწილეობა მიიღო იტალიის ქალაქ რომში გამართულ საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების აკადემიის კონკურსში, სადაც მისმა ნახატმა ,,ზენიტი” (ზეთი. ტილო) 496 მონაწილეს შორის მესამე ადგილი დაიმსახურა.

19 სექტემბერს რომში ამ კონკურსის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაა დაგეგმილი, სადაც ქართველი მხატვარიც არის მიწვეული.

1lizis-zeniti