Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

უკანასკნელი საჩუქარი გოგი გეგეჭკორს

21 სექტემბერი, 2015

1Gogi-Gegechkoriრუსთაველის თეატრის მსახიობს გოგი გეგეჭკორს ქართულმა საზოგადოებამ უკანასკნელი საჩუქარი გაუკეთა. ხელოვანის გარდაცვალებიდან 12 წლის შემდეგ, თეატრმცოდნეებმა ვასილ კიკნაძემ, ნერონ აბულაძემ, რეჟისორებმა კოტე აბაშიძემ, გიორგი სიხარულიძემ და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულმა თეატრმა ერთობლივად დააარსეს გიორგი გეგეჭკორის სახელობის სატელევიზიო თეატრი.

სატელევიზიო თეატრი წელს შეიქმნა და მისი პრეზენტაცია კინოთეატრ “ამირანში” გაიმართება, სადაც ნაჩვენები იქნება ტელესპექტაკლი „რკინის ბიჭები“. ტელესპექტაკლი რეჟისორმა კოტე აბაშიძემ დადგა, მხატვარი მაია სხირტლაძეა, მუსიკალური გამფორმებელი ანი მურღულია, გადაღების რეჟისორი კი იოსებ ხუჭუა.

გიორგი გეგეჭკორი 80 წლის ასაკში 2003 წელს გარდაიცვალა.