სოლიკო ვირსალაძის უნიკალური ესკიზები გამოიფინება

23 სექტემბერი, 2015

1solikoმხატვარ სოლიკო ვირსალაძის უნიკალური ესკიზები საჯაროდ გამოიფინება. ექსპოზიცია პროექტის “აცეკვებული ფერწერა” ფარგლებში მოეწყობა.

გენიალური ქართველი მხატვრის ესკიზების და ნამუშევრების ნახვის საშუალება დამთვალიერებელს ერთი კვირის განმავლობაში ექნება.

25 სექტემბერს აჭარის ხელოვნების მუზეუმში სოლიკო ვირსალაძის მიერ სუხიშვილებისთვის შექმნილი ესკიზები და ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.

გამოფენა მიზნად ისახავს დიდი ქართველი სცენოგრაფის, სოლიკო ვირსალაძის შემოქმედების პოპულარიზაციას, მისი მნიშვნელობის კიდევ ერთხელ წარმოჩენას თეატრალური მხატვრობისა და ხალხური ქორეოგრაფიის განვითარებაში.

პროექტი ,,აცეკვებული ფერწერა” საშუალებას მისცემს ბათუმის მცხოვრებლებსა და მის სტუმრებს, უშუალოდ გაეცნონ ქართველი ფერმწერის შემოქმედებას.

ექსპოზიცია აჭარის ხელოვნების მუზეუმში პირველი ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.