Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სიახლე ,,ნიჭიერში’’

21 სექტემბერი, 2015

321მიუხედავად იმისა, რომ “ნიჭიერის” მორიგი სეზონი ჯერ არ დაწყებულა, ინტერესი ამ შოუს მიმართ უკვე დიდია. ნანუკა ჟორჟოლიანმა გაამხილა, რომ წელსაც იქნება “ნიჭიერის” ჟიურიში და კონკურსანტებს შეაფასებს.

ამ დროისთვის უცნობია, ვინ იქნებიან ჟიურის სხვა წევრები. ასევე უცნობია “ნიჭიერის” წამყვანების ვინაობაც. სამაგიეროდ, ცნობილი ხდება სიახლე, რომელიც პროექტის პროდიუსერებმა დაგეგმეს:

“ძალიან მაგარი სიახლე გვაქვს! წარმოგიდგენთ “ოქროს ღილაკს”! მისი გამოყენების უფლება ჟიურის ყოველ წევრს, კასტინგების განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ ექნება!

კონკურსანტი, რომელზეც ჟიურის რომელიმე წევრი გამოიყენებს “ოქროს ღილაკს”, პირდაპირ გადავა ნახევარფინალში, იმის მიუხედავად, თუ როგორ შეაფასებენ მას ჟიურის დანარჩენი წევრები. ასევე, ის ავტომატურად გადალახავს კონკურსანტების გადარჩევის მეორე ეტაპს!

დაველოდოთ მეექვსე სეზონს და ვნახოთ, ვინ დაიმსახურებს ჟიურის კონკურსანტებისგან “ოქროს ღილაკის” ანთებას!”