სვანეთის მუზეუმი ევროპული მუზეუმის ჯილდოს კანდიდატია

16 სექტემბერი, 2015

1svaneTis-muzeumiქართული კულტურის კიდევ ერთი გამარჯვება საზღვარგარეთ. როგორც ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სვანეთის მუზეუმი ევროპული მუზეუმის ჯილდოს კანდიდატია.

გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს ამერიკის საელჩო საქართველოში:

“სვანეთის მუზეუმი წლის საუკეთესო ევროპული მუზეუმის ჯილდოს კანდიდატია! აშშ-ის საელჩო ამაყობს, რომ მუზეუმის ეთნოგრაფიული მასალები, შუასაუკუნეების ხელნაწერები და ხატები ამერიკის მთავრობის დაფინანსებით შენარჩუნდა. ამას გარდა, მუზეუმის შენობა აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის თანადაფინანსებით განახლდა.”