Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სერგი გვარჯალაძე დააწინაურეს

8 სექტემბერი, 2015

1sergi-gvarjaladzeტელეწამყვანი სერგი გვარჯალაძე დააწინაურეს. “კომუნიკატორის” დამაარსებელი და უცვლელი წამყვანი საზოგადოებრივ მაუწყებელში ახალ თანამდებობაზე დაინიშნა.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყებამდე ტელევიზიაში ცვლილებები მიმდინარეობს, რაც არა მარტო გადაცემებს, არამედ თანამდებობებზე პიროვნებების შეცვლასაც უკავშირდება.

ეს ცვლილება შეეხო სერგი გვარჯალაძესაც. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილედ ტელემაუწყებლობის დარგში სწორედ “კომუნიკატორის” ავტორი დაინიშნა. სერგი გვარჯალაძემ ამ თანამდებობაზე გიორგი ჩართოლანი შეცვალა, რომელიც ამიერიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის გაერთიანებული არქივს უხელმძღვანელებს.