სამი ნასერი თბილისში ჩამოვიდა

22 სექტემბერი, 2015

1sami-naseriმსოფლიოში ცნობილი მსახიობი სამი ნასერი თბილისში ჩამოვიდა. ლუკ ბესონის გახმაურებული ფილმის “ტაქსის” მთავარი მძღოლი საქართველოს დედაქალაქს განსაკუთრებული მისიით ესტუმრა.

სამი ნასერი ერთ-ერთ მსხვილ კომპანიასთან სათანამშრომლოდ ეწვია თბილისს და სპეციალურ გადაღებებშიც მიიღო მონაწილეობა.

”რუსთავი 2”-სთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობი გამოტყდა, რომ საქართველოზე ბევრი არაფერი იცის და მომავალში ამ ქვეყანაში ოჯახთან ერთად დაბრუნება სურს.

ლუკ ბესონის ფილმი “ტაქსი” მისი კარიერის ერთ-ერთი მწვერვალია. ამ როლზე უამრავ მსახიობს შორის სწორედ ის აიჩრიეს. სამის 30-მდე ფილში აქვს ნათამაშევი და კანის ფესტივალის პალმის რტო და ლოკარნოს ფესტივალის სპეციალური პრიზის მფლობელია.