რუხის ციხე შველას ითხოვს

2 სექტემბერი, 2015

1ruxis-cixe1სამეგრელოს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ღირსშესანიშნაობა რუხის ციხე შველას ითხოვს.

ინფორმაციას ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ავრცელებს:

“საშველია!

ეს რუხის ციხეა, მდებარეობს ენგურის ხიდთან, სოფელ რუხში, ზუგდიდის გამგეობაში.

აიგო ლევან დადიანის (1597-1657) დროს.

რუხი ერთ დროს ქალაქიც იყო. ციხესიმაგრემ ოსმალების წინააღმდეგ უამრავი ბრძოლა გადაიტანა. ცნობილია 1779 წლის რუხის ბრძოლა, როდესაც დასავლეთ საქართველოს ლაშქარმა ოდიშის სამთავროს ხელში ჩასაგდებად აფხაზეთიდან გადმოსული ოსმალურ-ჩრდილო კავკასიური რაზმი გაანადგურა.

რუხის ეს ისტორიული ციხე დღესაც ლამაზია. ასეთი სქელი გალავნით ბევრი ციხე-სიმაგრე ვერ დაიკვეხნის. ერთი დიდი სიამოვნებაა მისი ნახვა, მაგრამ იქ გამეფებული ანტისანიტარია, პოლიეთილენით დანაგვიანებული გარემო გულს კლავს.

საშველია!”