Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

რეზო ჩხიკვიშვილი თბილისში საგანგებო მისიით დაბრუნდა

27 სექტემბერი, 2015

1rezo-chxikvishvili-tbilisshiaმსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი თბილისში საგანგებო მისიით დაბრუნდა. ქართველი მსახიობი, რომელიც წლებია საზღვარგარეთ ცხოვრობს და აქტიურად არის ჩართული კულტურულ პროცესებში, საქართველოში სპეციალური მოწვევით ჩამოვიდა.

ახალგაზრდა რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე იღებს ფილმს ექვთიმე თაყაიშვილზე, სადაც მთავარ როლს რეზო ჩხიკვიშვილი შეასრულებს და ექვთიმე თაყაიშვილს განასახიერებს.

ფილმისთვის ლოკაციები უკვე შერჩეულია. ეს იქნება პირველი მხატვრული ფილმი, რომელიც დიდი ქართველის ცხოვრებას და შემოქმედებას ასახავს.

ფილმის “ექვთიმე” გადაღებები 30 სექტემბერს დაიწყება.