რას ითხოვს პანტომიმის თეატრი?

6 სექტემბერი, 2015

1amiran-shalikashviliსაქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრი 50 წლისაა. ამირან შალიკაშვილი უმცროსი 19 წელია მამასთან ერთად პანტომიმის თეატრს ემსახურება. მას უკვე მზად აქვს თეატრის შენობის ესკიზები და მისი აშენებისთვის მხარდაჭერა სჭირდება. სამწუხაროდ, ნახევარსაუკუნოვანი არსებობის განმავლობაში თეატრს ვერა და ვერ გადაუწყვიტეს შენობის პრობლემა.

ამირან შალიკაშვილი-უმცროსი:

– 19 წელია, პანტომიმის თეატრს ვემსახურები, 50 წელია მამაჩემმა დააარსა მსოფლიო ხელოვნების, ქართული სტილის პანტომიმის სახელმწიფო თეატრი. (თეატრის ისტორია განთავსებულია ვებ გვერდზე www.pantomime.ge) სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ მიხვდა, ან არ უნდა რომ მიხვდეს საქართველოს ის ნაწილი, რომელსაც შეუძლია ნახევარსაუკუნოვანი თეატრის შენობის პრობლემის გადაწყვეტა! აბა ახლა მოემზადეთ და დაძაბეთ თვალები თქვენ, ვინც ვერ იგებთ, ან არ გინდათ რომ გაიგოთ დიდი თეატრის არსებობა. ამ თეატრმა შექმნა ბევრი თეატრები, ფესვებიდან მოყოლებული მოისხა შედეგიანი ნაყოფი, რა თქმა უნდა, ზოგჯერ ნაყოფი ლპება. შალიკაშვილიმა შექმნა ეპოქა” – ეს სიტყვები მითხრა პაატა ციქურიშვილმა “Synetic Theater”-ის დამაარსებელმა ამერიკაში, შექმნილია კახა ბაკურაძის “მოძრაობის თეატრი”, გიორგი გომურაშვილის “სხვენის თეატრი”. შალიკაშვილმა გაზარდა მსახიობები, რომლებიც დღემდე ემსახურებიან ამ ხელოვნებას – გოგა ოსეფაშვილი, ნუკრი ჯანგავაძე, ხათუნა გონიტაშვილი, გიორგი სოსანაშვილი, უჩა ბირკაძე, ზვიად ჯაოშვილი და ა.შ.

შეგახსენებთ უდიდეს მსახიობს პანტომიმის დედოფალს კირა მებუკეს, ეს ერთადერთი ქალი პანტომიმისტი იყო მსოფლიოში და დღეს უდიდესი პედაგოგია. ჩვენი თეატრის დიდი მეგობარი და გულშემატკივარი იყო Marcel Marceau. აი მისი შეფასება – “ასეთი ნაციონალური ანსამბლი მე არ შემხვედრია და მალე შალიკაშვილის სტილის პანტომიმა დაიპყრობს მსოფლიოს!”

საბჭოთა კავშირის 130 ქალაქი, ევროპის უამრავი ქვეყანა – ეს ამ თეატრმა მოიარა, კიდევ მეტს გეტყვით – შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში 1978 წელს გახსნა ფაკულტეტი ამირან შალიკაშვილმა ეს უკვე მსოფლიო გამარჯვებაა. თქვენ უნდა იამაყოთ! სტუდია, სახელმწიფო თეატრი, სკოლა, ფაკულტეტი, ქართული სტილი ახალი სიტყვა და ეს ყველაფერი უკვე 50 წლისაა!

1terenti

დღეს დაარსდა “ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის საერთშორისო ფესტივალი”, “ამირან შალიკაშვილის ფონდი” და ხვალ როდესაც შენობა აშენდება გვექნება (World Mime Organisation Georgia) ევროპის პანტომიმისა და პლასტიკის საერთაშორისო ცენტრი საქართველოში, აბა თუ ახლა მაინც მიხვდით რა ყოფილა შალიკაშვილის თეატრი? საერთოდ ხვდებით, რატომ ვითხოვ ამ სტანდარტების შენობას? საუკუნის მანძილზე თეატრი არ აშენებულა და თან თეატრი XXI საუკუნეში. (ჟანრი პამტომიმა) კიდევ ერთხელ გახსენებთ, რომ სახელმწიფო თეატრთან ერთად იქნება ევროპის პანტომიმის და პლასტიკის საერთაშორისო ცენტრი. დღესდღეობით ყველა თეატრს სჭირდება პანტომიმა და შალიკაშვილის სკოლა! სხვათაშორის ყველა სწავლობთ ამ დიდ ხელოვნებას. ევროპიდან დიდი მოთხოვნაა შალიკაშვილის სკოლაზე და ჩვენ დღეს ვერ ვიღებთ უცხოელ სტუდენტებს, რატომ? შენობა არ არსებობს!

ახლა მე ვიტყვი ხმამაღლა! მე მაქვს ტერიტორია 9 აპრილის პარკში უზუფრუქტით გადმოცემული! მე მაქვს მშენებლობის უფლება! მე მყავს ინვესტორები! მე მყავს ევროკავშირი და მაქვს გრანტები. როცა საერთაშორისო ცენტრის ლიცენზიას ავიღებთ, ამ ლიცენზიას სჭირდება შენობა, როგორსაც მე ვითხოვ! მე მხოლოდ მჭირდება ყველას მხარდაჭერა როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე ჩემი მაყურებლის, ვისაც დიდ მადლობას ვუხდი… მინდა მადლობა ვუთხრა ია მაქაცარიას და მის დღევანდელ გუნდს, ასევე გიორგი ბაქრაძეს. იმედი მაქვს ის ბოლომდე მხარს დაუჭერს თეატრის აშენებას! ისინი ჩემთან ერთად იბრძვიან თეატრის ასაშენებლად და იმედი მაქვს, ეს მალე მოხდება! ბოლოსდაბოლოს 76 წლის ასაკში წერტილი დავუსვათ შალიკაშვილის ტანჯულ ცხოვრებას და ავუხდინოთ ის ოცნება რომელიც ნახევარი საუკუნის წინ ჩაიფიქრა. ეს ოცნება მარტო ჩვენი ხომ არაა! ეს ხომ საქართველოსია და ქართველი ხალხის!

1pantomimis-eskizi-2

ეს არის ჩემი ესკიზები, პირველი როდესაც წარვადგინე მითხრეს კოსმოსში დაფრინავო, მეორეზე კი ჯერ კიდევ დედამიწაზე არა ხარო და ახლა მესამეს ვაკეთებ, მაგრამ იცოდეთ – მე XXI საუკუნეში ვაშენებ თეატრს და შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის სახელმწიფო თეატრმა კიდევ საუკუნეები უნდა იცოცხლოს!!!

1pantomimis-shenoba