Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ოსკარზე წარსადგენი ქართული ფილმი გამოვლენილია

12 სექტემბერი, 2015

oscarsკინოთეატრ „ამირანში“ ამერიკის კინოაკადემიის მთავარ ჯილდოზე წარსადგენი ქართული ფილმი გამოვლინდა. ფილმი სპეციალურად შექმნილმა კომისიამ შეარჩია, რომლის წევრებიც არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, რეჟისორები ნანა ჯორჯაძე, ზაზა ურუშაძე და გიორგი ოვაშვილი, მსახიობი ნატო მურვანიძე, სცენარისტი ვაჟა გიგაშვილი, კინომცოდნე ლელა ოჩიაური და პროდიუსერი ნოშრე ჩხაიძე.

ოსკარზე წარსადგენი ფილმების შესარჩევ პროცესში ორი კინოსურათი მონაწილეობდა:

1. მოჰსენ მახმალბაფის „პრეზიდენტი“ – ფილმი ოთხი ქვეყნის, საქართველოს, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის კოპროდუქციაა. გადატრიალების შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი შვილიშვილთან ერთად გაქცევას ცდილობს და შენიღბვის მიზნით ქუჩებში სხვადასხვა ფორმაში გადაცმული დადის. ყოფილ დიქტატორს საკუთარ მოსახლეობასთან პირადად უწევს კონტაქტში შესვლა და სრულიად ახლებურად ხედავს რეალობას. ის ყოფილ პოლიტპატიმრებსაც ხვდება, რომლებიც მისი რეჟიმის დროს ისხდნენ ციხეში. ფილმში დიქტატორის როლს ქართველი მსახიობი, მიშა გომიაშვილი თამაშობს, მისი შვილიშვილის როლს კი დაჩი ორველაშვილი ასრულებს.

2. ლევან თუთბერიძის „მოირა“ – ფილმი ზღვისპირა ქალაქში მცხოვრებ ოჯახის ამბავს მოგვითხრობს. ციხიდან გამოსული მამუკა ცდილობს ოჯახის სიღარიბისგან დაიხსნას. მისი დედა საზღვარგარეთ მუშაობს. მამა ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული. უმუშევარ ძმას კი კრიმინალებთან აქვს კავშირები. მამუკა ნასესხები ფულით ყიდულობს პატარა სათევზაო გემს, თუმცა ბედი შეუბრალებელი აღმოჩნდება.

წარდგენილი ორი კანდიდატიდან, საქართველოდან ოსკარზე წარსადგენად კომისიამ ლევან თუთბერიძის “მოირა” შეარჩია.