ოთო ნემსაძის ძმის წარმატება უკრაინულ ,,იქს ფაქტორში’’

13 სექტემბერი, 2015

1beso-nemsadzeწელს უკრიანულ “იქს ფაქტორში” ბევრი ქართველი მონაწილეობს. ზოგიერთი მათგანი ქართველი მსმენელისთვის ცნობილია, ზოგს კი მხოლოდ ახლა იცნობს ფართო საზოგადოება.

ერთ-ერთი მათგანი 23 წლის ბესიკ ნემსაძეა, ჯეოსტარელი ოთო ნემსაძის უმცროსი ძმა.

უკრაინული “იქს ფაქტორის” რიგით მეექვსე სეზონზე ქართველმა კონკურსანტმა ჟიურის ირაკლი ჩარკვიანის “მენატრება” უმღერა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ბესიკმა დიდი მოწონება დაიმსახურა და ოთხი კი მიიღო. შოუში მისი გამოსვლის ვიდეო ინტერნეტში უკვე გავრცელდა და დიდი მოწონებითაც სარგებლობს. ძმის გულშემატკივრობისკენ მოუწოდა მსმენელს ოთო ნემსაძემაც:

“Nemsadze junior-ი უკრაინული დიდი გამოწვევების წინაშე. უგულშემატკივრეთ კარგი ბიჭია ბესიკი.”