ოთარ იოსელიანი ახალი ფილმით ბრუნდება

13 სექტემბერი, 2015

1otar-ioseliani-batumshiრეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ოთარ იოსელიანი, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან საფრანგეთში მოღვაწეობს, ახალი ფილმით ბრუნდება. ხელოვანი საქართველოში ჩამოვა და ქართველ მაყურებელს თავის ერთ-ერთ ბოლო ფილმს “ზამთრის სიმღერას” წარუდგენს.

ფილმის ჩვენება ბათუმში გაიმართება. 13 სექტემბერს ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი მეათედ იხსნება. ფესტივალს ოთარ იოსელიანის “ზამთრის სიმღერა” გახსნის, რომელიც საქართველო-საფრანგეთის კოპროდუქციაა. მასში ფრანგ მსახიობებთან ერთად ქართველი ამირან ამირანაშვილიც მონაწილეობს.

“ზოგი მსგავსება შემაშფოთებელია. ეს ეხება გილიოტინაზე დასჯილ ვისკონტის, პირში ჩიბუხით, ტერორის პერიოდში; სამხედრო კაპელანს, განგსტერივით ამოსვირინგებული მკერდით, რომელიც ჯარისკაცებს, მოთარეშეებსა და მოძალადეებს ნათლავს; კომპაქტორის მიერ გათელილ, პარიზელ მაწანწალასა და დიდი კორპუსის განათლებულ კონსიერჟს, რომელიც იარაღითაც ვაჭრობს. ერთ შენობაში თითქმის ყველა აღნიშნული პერსონაჟი ერთმანეთს ხვდება – უსახლკაროს გარდა, რომელსაც პოლიცია ერთი ადგილიდან მეორემდე დაატარებს. ამ ქაოსში ოცნების, სიყვარულისა და მეგობრობის დრო მაინც რჩება, რაც უკეთესი მომავლის იმედს ტოვებს.”