Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნინო ანანიაშვილის სიურპრიზი ბალეტის მოყვარულებს

24 სექტემბერი, 2015

1nino-ananiashvilis-premieraქართველი პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი საბალეტო ხელოვნების მოყვარულებს სიურპრიზს უმზადებს.

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი 164-ე თეატრალურ სეზონს თბილისის საკონცერტო დარბაზში ერთმოქმედებიანი ბალეტების საღამოთი გახსნის.

9 ოქტომბერს ახალი სეზონის დასაწყისშივე დასი მაყურებელს ორ პრემიერას შესთავაზებს: წარმოდგენილი იქნება ჯორჯ ბალანჩინის ბალეტი  Symphony in C (სიმფონია დო მაჟორი) და მიხეილ ფოკინის ბალეტი Le Spectre de la rose (ვარდის აჩრდილი), სადაც ნინო ანანიაშვილი იცეკვებს.

საღამოს პროგრამაში ასევე წარმოდგენილი იქნება ჯორჯ ბალანჩინის „სერენადა“.
გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ორკესტრი და მას დავით მუქერია უდირიჟორებს.