ნატალია ქუთათელაძემ საქართველო დატოვა

2 სექტემბერი, 2015

1natalia-kutateladzeeსაქართველოდან კიდევ ერით ნიჭიერი და პერსპექტიული ხელოვანი წავიდა.

ნანი ბრეგვაძის შვილიშვილმა და ეკა მამალაძის შვილმა ნატალია ქუთათელაძემ საქართველო დატოვა, მაგრამ მას ამისთვის საპატიო და საამაყო მიზეზი აქვს.

საოპერო მომღერალმა გეზი ამერიკისკენ აიღო. ნატალია ნიუ იორკში, ჯულიარდის სკოლაში ისწავლის.

მომღერალმა მისაღები გამოცდები წარმატებით ჩააბარა და ახლა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში სწავლისთვის ემზადება.

ნიუ იორკში ჩასულმა ნატალიამ ჯულიარდის ფოტოებიც გამოაქვეყნა, სადაც ახალბედა ხელოვანების მისაღებად უკვე აქტიურად ემზადებიან.

1natalia1