ნანუკა ჟორჟოლიანი საიდუმლოს ამხელს

19 სექტემბერი, 2015

1nanuka-jorjolianiტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და არასდროს ერიდება საჯაროდ იმის დაწერას, რასაც ფიქრობს. პოლიტიკური განცხადებების გარდა, ის ხშირად საუბრობს ისეთ თემებზეც, რაც საზოგადოებისთვის საინტერესოა. ტელეწამყვანმა საიდუმლოდ გაამხილა, რომ მის ცხოვრებაში მაგარი ამბებიც ხდება და ნანუკას შოუს გარდა, კიდევ ერთ მეგაპროექტში მოუწევს მუშაობა.

ნანუკა ჟორჟოლიანი:

“ჩემს ცხოვრებაში მაგარი ამბებიც ხდება. “ნიჭიერის” ჟიური ვიქნები ამ სეზონზეც.”

“ნიჭიერის” პროდიუსერები ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ ჟიურის შემადგენლობას და უცნობია, დარჩებიან თუ არა ჟიურიში ია ფარულავა, ნიკა გვარამია და ლევან წულაძე. ნანუკამ კი უკვე გააჟღერა ინფორმაცია, რომ “ნიჭიერის” ჟიურიში იქნება. ამ დრომდე უცნობია, შოუს წამყვანების ვინაობაც.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ “ნიჭიერი” უახლოეს დღეებში დაიწყება და ტრადიციულად ყოველ ორშაბათს გავა ეთერში.