Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მიშა მესხის კურიოზი ,,კინოშოკზე”

14 სექტემბერი, 2015

1misha-mesxi-kinoshokzeმიშა მესხს არასოდეს აკლია კურიოზული სიტუაციები. ოსკარების დაჯილდოების ცერემონიალზე ქართველი მსახიობი მსოფლიო ყურადღების ქვეშ მოექცა იმის გამო, რომ დაჯილდოების ცერემონიალზე ჩაეძინა.

ამჯერად მიშა კიდევ ერთ კურიოზულ სიტუაციაში საერთაშორისო კინოფესტივალ “კინოშოკზე” აღმოჩნდა. მსახიობი ფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით ჩავიდა, სადაც ზაზა ურუშაძის ფილმი “მანდარინები” უნდა აჩვენონ. მიშას, როგორც ფესტივალის სტუმარს, სპეციალური აკრედიტაცია დაუმზადეს, რომელიც იტყობინება, რომ ის ფესტივალის მონაწილეა.

აკრედიტაციის სურათი რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა:

“არა, ეს არის ყველაზე სასაცილო რამ, რაც მინახავს! მესხი წავიდა კინოშოკზე (მანდარინების ჩვენებაა) და ნახეთ რა დაუბეჭდეს ბეჯზე!!!!! გვარი ნახეთ!!!!”

როგორც ჩანს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსახიბის გვარს ამახინჯებენ. მიშა მესხი გავრცელებულ ფოტოს გამოეხმაურა და ზაზა ურუშაძეს მიმართა:

“მინსკში სომეხი რომ ვიყავი გახსოვს?”

1misha-mesxi