Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

,,მის ჩინეთისთვის“ დოკუმენტურ ფილმს საქართველოში იღებენ

12 სექტემბერი, 2015

1afxazetis-ansamnliჩინური სატელიტური ტელევიზია „Phoenix TV”-ის გადამღები ჯგუფი საქართველოში დოკუმენტური ფილმის გადასაღებად ჩამოდის. ტელევიზია, რომელსაც გააჩნია ექვსი არხი, მაუწყებლობს ევროპის ქვეყნებშიც და მას მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 250 მილიონი მაყურებელი ჰყავს.

„Phoenix TV”-ის მიერ არის დაარსებული სილამაზის კონკურსი “Miss Chinese Cosmos Pageant”, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ერთ-ერთ ცნობილ ღონისძიებად არის დასახელებული. ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს ღონისძიება იმართებოდა სხვადასხვა ქვეყნებში (ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, ევროპა და ტაიტის კუნძულები).

12-22 სექტემბერს დაიგეგმა „Phoenix TV”-ს გადამღები ჯგუფის და “Miss Chinese Cosmos Pageant” 16 კონკურსანტის ვიზიტი საქართველოში, სადაც გაიმართება “Miss Chinese Cosmos Pageant” ნახევარფინალი. ასევე, დაიგეგმა ფილმის გადაღება კონკურსანტების მონაწილეობით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, რომელსაც მაყურებელი 17 ოქტომბერს „მის ჩინეთი“-ს მსვლელობისას იხილავს.

ფილმის ავტორებს სურვილი აქვთ, სრულად წარმოაჩინონ საქართველოს ღირსშესანიშნაობები და მათ შორის ეროვნული ფოლკლორიც. ამაში გადამღებ ჯგუფს დახმარებას ,,აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი“ გაუწევს. ანსამბლის წევრები სტუმრებთან ერთად შეასრულებენ ქართულ ხალხურ ცეკვებს. მათი ერთობლივი ნამუშევარის ხილვა ქართველ მაყურებელს რიყეზე შეეძლება.