Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მერაბ ნინიძეს ბათუმში ელოდებიან

13 სექტემბერი, 2015

1merab-ninidze-batumshiმსახიობ მერაბ ნინიძეს ბათუმში ელოდებიან. უცხოეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანი საქართველოში სპეციალური მისიით ჩამოდის. არაერთი საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული კინოხელოვნების მოყვარულთათვის მასტერკლასს ჩაატარებს. მერაბ ნინიძე ბათუმს საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვევა.

მერაბ ნინიძის გარდა, ფესტივალის საპატიო სტუმრები არიან ოთარ იოსელიანი, ნასტასია კინსკი, ნიკიკარიმი, მაია კომოროვსკა, ზელიმირ ზილნიკი, ლანა ღოღობერიძე, ბაკურ ბაკურაძე.
ბათუმში საავტორო ფილმების ფესტივალი მეათედ ჩატარდება. წლევანდელ კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 40 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი 30 ქვეყნიდან და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

ბათუმს ესტუმრებიან სტუმრები ევროპიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, პოსტ-საბჭოთა სივრციდან და აზიიდან.

საავტორო ფილმების ფესტივალის პროგრამა შედგება სექციებისგან: საერთაშორისო კონკურსი – მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციები; დიდოსტატთა კოლექცია; ქართული პანორამა; ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია; რეტროსპექტივები; ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია და მასტერ-კლასები.

2015 წლის საკონკურსო ფილმებს შეაფასებს ჟიური შემდეგი შემადგენლობით: საერთაშორისო კონკურსი – მხატვრული ფილმების სექცია – ჟიურის თავმჯდომარე ალექსანდრე მინდაძე (რუსეთი), ქრისტოფერ გუდუინ (დიდი ბრიტანეთი), ნიკიკარიმი (ირანი), ნიკოლას რონჩი (საფრანგეთი), გიორგი ოვაშვილი (საქართველო).

ფესტივალისთვის დაწესებულია პრიზები – გრანპრი, საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო მამაკაცის როლის შემსრულებელი, საუკეთესო ქალის როლის შემსრულებელი, ჟიურის სპეციალური პრიზი.

საერთაშორისო კონკურსი – დოკუმენტური ფილმების სექცია – ჟიურის თავმჯდომარე ზელიმერ ზილნიკი (სერბეთი), ვოიციეჩ სჩუდლო (პოლონეთი), დენის უიტლი (დიდი ბრიტანეთი), ირინა გორდიჩუკ (უკრაინა), ლაშა ხალვაში (საქართველო).

ჟიური აღნიშნულ სექციაში გასცემს პრიზებს საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის და ჟიურის სპეციალურ პრიზს.

საერთაშორისო ჟიური – მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია – ჟიურის თავჯდომარე ნენად ძინდარევიჩი (ბოსნია-ჰერცოგოვინა), ზიგფრიდ, (საფრანგეთი), ელენე იანოვსკი (ისრაელი), თინათინ ყაჯრიშვილი (საქართველო).

ჟიური ამ სექციაში გასცემს პრიზებს საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის და ჟიურის სპეციალურ პრიზს.