Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მარტვილში კამერული მუსიკის ფესტივალი გაიმართება

29 სექტემბერი, 2015

1festivali-martvilshiმარტვილში სალხინოს დადიანების საშემოდგომო სასახლეში კამერული მუსიკის პირველი საერთაშორისო ფესტივალი “სალხინოს სასახლის კამერატა” გაიმართება.

ღია ცის ქვეშ რამდენიმე კონცერტი ჩატარდება. კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლები და კოლექტივები ავსტრიიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან, არგენტინიდან.

ფესტივალი 2 ოქტომბერს სიმებიანი კვარტეტის “ლალე” კონცერტით გაიხსნება. სამდღიან ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მირზოიან კვარტეტი, დუეტი “ბლანკო სინაკორი”, კაროლინა მიკოლაიჩიკის და ივო იედინეცკის დუეტი, კამერული ორკესტრი “არპეჯონე”, მევიოლინე ელისო გოგიბედაშვილი, ბანდონეონისტი მარსელო ნისინმანი.

კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 4 ოქტომბერს გალაკონცერტით დაიხურება.