მარო თარხნიშვილის მოგონებები საჯაროა

16 სექტემბერი, 2015

1maro-tarxnishviliლოტბარი მარო თარხნიშვილი თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებით ყოველთვის საინტერესო იყო ქართული საზოგადოებისთვის. მის ოჯახში ყველა მღეროდა, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდნენ მარო და მასზე 13 წლით უფროსი და ეკატერინე. მშობლიურ სოფელში მარო თარხნიშვილმა არ დატოვა სიმღერა, რომელიც არ იცოდა. ის ხშირად აკეთებდა ჩანაწერებს და მოგონებებს, რომელიც მის პირად ფონდშია დაცული.

“არტინფო” წარმოგიდგენთ მარო თარხნიშვილის მოგონებას, რომელიც 1918 წლის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საღამოს ეძღვნება. დოკუმენტი ეროვნულ არქივში მარო თარხნიშვილის ფონდში ინახება:

“1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაიმართა კონცერტი და შემდეგ – ბანკეტი. კონცერტში მონაწილეობდნენ: ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ნიკო გოცირიძე, ვასო აბაშიძე, ნინა მაღალაშვილი, ბაუერზაკსი, დები თარხნიშვილები. კონცერტის შემდეგ გამართული სუფრის თამადა იყო ნოე ჟორდანია, „იმ დროის მთავრობა, რა თქმა უნდა, ყველანი იყვნენ“.

“ლეკური ითამაშა ქაქუცა ჩოლოყაშვილმა. დამიკრა თავი, არ გამივიდა უარი. როგორც ერთი წრე შემოუარეთ (გვარი არ მახსოვს) მთლიანად ჯარის უფროსმა ჩამოართვა ჩემი თავი … თან მახლდა მეუღლე დიმიტრი ზაალის ძე თარხან-მოურავი. შეიკრა შუბლი, იეჭვიანა ნამდვილათ და ძალიან უსიამოვნოთ გახდა, რამაც ჩემზედ იმოქმედა. ასე ჩუმათ ჩავატარეთ ის წყენა და სახლში მშვიდათ დავბრუნდით”.

1maro-tarxnishvilis-mogoneba