Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მარიტა როხვაძე: ,,ნუ გამკიცხავთ!”

17 სექტემბერი, 2015

1marita-jurnalistiaმომღერალი მარიტა როხვაძე არასდროს უშინდება სიახლეებს და ყველანაირ გამოწვევას სიამოვნებით იღებს. ის იღბლიან გოგოდ ითვლება, მის ცხოვრებაში ყველაფერი ეტაპობრივად და კანონზომიერად მოხდა. “ჯეოსტარის” მოგების შემდეგ, მარიტას საქმე სულ წინ მიდის.

ამჯერად მომღერალმა კიდევ ერთი გამოწვევა მიიღო და მომღერლობას ჟურნალისტობაც შეუთავსა. ის მარაოზე “კოქტეილის” წამყვანი გახდა და პირველ გადაცემას სამშაბათს შესთავაზებს მაყურებელს.

მარიტა როხვაძე:

– ბავშვობიდან ვოცნებობდი ჟურნალისტი ვყოფილიყავი. სარკესთან ვიდექი ხოლმე, ვითომ მიმყავდა რაღაც გადაცემები და მქონდა ჩემი პატარა ბავშვური სამყარო, რომელიც ახლა რეალურია. ბავშვობის ოცნება ამიხდა. მჯერა, ადამიანს ყოველთვის რაც გულით უნდა, ის აუცილებლად ახდება მის ცხოვრებაში. ვფიქრობ, ძალიან კარგად გამომივია ჟურნალისტობა და, რა თქმა უნდა, აუიცლებლად მივიღებ ჯანსაღ კრიტიკას გამოცდილი ჟურნალისტებისგან.

– როგორ სიუჟეტებზე იმუშავებთ ყველაზე დიდი სიამოვნებით?

– სიამოვნებით ვმუშაობ იმ სიუჟეტებზე, რომელიც ამ გადაცემის ფორმატია, ჯერჯერობით სავსებით მაკმაყოფილებს და შემდეგისთვის ვნახოთ.

– თქვენ თვითონ თუ ყოფილხართ “კოქტეილის” სტუმარი?

– კი, ვყოფილვარ “კოქტეილის” სტუმარი. ნიკა გრიგოლია იყო ჩემთან მოსული და საკმოად საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა.

– რა თემაზე ესაუბრებით რესპოდენტს?

– რესპოდენტს ველაპარკებით მხოლოდ იმ ჭორებზე, რაც ვრცელდება სოციალურ ქსელში, რაზეც ხალხი საუბრობს და აინტერესებთ სიმართლეა თუ არა.

– აკრძალვები ან შეზღუდვები თუ გაქვთ ხელმძღვანელობისგან?

– არანაირი კრძალვა და შეზღუდვა არ მაქვს, ჩვენ ვართ თავისუფლები და ვლაპარაკობთ თავისუფლად ყველაფერზე.

– ვისი ჩაწერა გსურთ ყველაზე მეტად?

– ასე კონკრეტულად არ ვიცი ვისი ჩაწერა მინდა, ვერ გამოვარჩევ. მთავარია იყოს აქტუალური.

– ჟურნალისტობა ხომ არ შეგიშლით ხელს სიმღერაში?

– არანაირად არ შემიშლის ჟურნალისტობა ხელს სიმღერაში, იმიტომ რომ სიმღერა არის ჩემი ცხოვრება და სიმღერით ვცოცხლობ. სცენის და კამერების გარეშე არ შემიძლია, აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ორივეს ძალიან კარგად შევუთავსებ ერთმანეთს. საუბრის ბოლოს აუცილებლად ვიტყვი იმას, რომ ძალიან ნუ გამკიცხავს მაყურებელი, ეს ჩემთვის პირველია, პირველი ნაბიჯებია ამ სფეროში, თუმცა მიყვარს ძალიან გამოწვევები და მათ ყოველთვის მივიღებ.