მარიამ პავლიაშვილი ქეთა თოფურიას უპირისპირდება

10 სექტემბერი, 2015

1keta-da-mariamiმომღერალი მარიამ პავლიაშვილი, რომელიც თვითონაც მონაწილეობდა “ახალ ქართულ ხმაში”, ქეთა თოფურიას მწვრთნელად მოწვევის საკითხს ეხმაურება და სოციალურ ქსელში საკმაოდ მწვავე პოსტს აქვეყნებს. მომღერალი შესაბამის ვიდეოსაც ავრცელებს, სადაც ქეთა რუს ჯარისკაცებს უმღერის..

მარიამ პავლიაშვილი:

“The Voice საქართველო-ს მწვრთნელი უმღერის რუს ჯარისკაცებს…

ეჰ… რუსული ,,შლაგერები”‘იქნება ულევი. დავიჯერო ქვეყანაში ან მის ფარგლებს გარეთ დაილია წარმატებული ქართველი ადამიანები? ქვეყანაში ისეთი დროა, აპოლიტიკური ვერ იქნება ვერც მომღერალი, ვერც დიდი და ვერც პატარა. არაფერი პირადული არავისთან, მშვენიერი გოგოა, უბრალოდ ძალიან მარტივად გააკეთა პოლიტიკური არჩევანი საკუთარი ჯიბის სასარგებლოდ (ვერ გაამტყუვნებ, თავისი ნებაა) მე პირადად პერსონა ნონგრატას ჩავურტყამდი და არა თუ მწვრთნელად, ქვეყანაში არ შემოვუშვებდი საერთოდ!

კიდევ ერთი ნიშანი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ქვეყანაში იმ ადამიანებს, რომლებიც აზრის და პროგრესის ლიდერებად უნდა გვევლინებოდნენ, ქეთა თოფურიას ეთერში დასმით შეფარულად კი არა ცხადად ულოკონ დუნდულები რუსეთის ჩექმას!! სირცხვილი!!!! თქვენი ძმების, მეგობრების, ნათესავების სისხლი ამაო ყოფილა! ეგრე გააგრძელეთ!!”