მამულიჩა თავისუფალია

9 სექტემბერი, 2015

1mamulicha-tavisufaliaლელა წურწუმიას მეუღლე და პროდიუსერი კახა მამულაშვილი, იგივე მამულიჩა თავისუფალია.

ის ორი თვის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის დააკავეს.

მისი სასამართლო 9 სექტემბერს იყო დანიშნული. მამულიჩა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. პროდიუსერმა 15 000 ლარიანი გირაო გადაიხადა.

მამულიჩას საქმის განხილვა გრძელდება და მორიგი სასამართლო პროცესი 23 სექტემბერს არის დანიშნული.