მაია მახათელი დააჯილდოვეს

10 სექტემბერი, 2015

1maia-maxateli-daajildovesამსტერდამში, ნიდერლანდების ეროვნული ბალეტის წამყვანი სოლისტი მაია მახათელი დააჯილდოვეს. ამსტერდამის საკონცერტო დარბაზში ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის გალა კონცერტი ჩატარდა. ნიდერლანდების საბალეტო საზოგადოებამ, ე.წ. „ნიდერლანდების ეროვნული ბალეტის მეგობრებმა“ მაია მახათელი წლის ყველაზე გამორჩეულ მოცეკვავედ დაასახელეს.

ნიდერლანდების ბალეტის ყოფილმა პრიმა ბალერინამ, ალექსანდრა რადიუსმა თავისი სახელობის პრიზი ქართველ მოცეკვავეს გადასცა. მაიამ ჰოლანდიურად მიმართა დამსწრე საზოგადოებას და დიდი მადლობა გადაუხადა ბალეტის მეგობრებსა და პედაგოგებს. მან აღნიშნა, რომ ნიდერლანდების ეროვნული ბალეტი მისთვის სახლი გახდა, სადაც ის პროფესიულად გაიზარდა და მეგობრები შეიძინა, ასევე თავისი მეუღლე, ბალერონი არტურ შესტერიკოვიც იქ გაიცნო და ოჯახიც შექმნა.